უთხელესი იტალიური პიცის რეცეპტი

უთხელესი იტალიური პიცის რეცეპტი
fpaparazzi-ი გირჩევთ აუცილებლად სცადოთ პიცისეს რეცეპტი, რადგან გემრიელია და მის მომზადებას 40 წუთი სჭირდება.
საჭირო მასალა:
  • 100გ თბილი წყალი
  • 0,5 გ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ.კ შაქარი და მარილი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი

გულსართისთვის:
  • ტომატის სოუსი - (100 გ პომიდორი, ზეითუნის ზეთი, გამხმარი ბაზილიკი, ორეგანო, მარილი, შაქარი)
  • 100გ პომიდორი
  • 100 გ ლორი
  • 120გ ყველი
  • 50 გ ბულგარული წიწაკა
  • 100გ ქამა სოკო

მომზადების წესი:
  1. თბილ წყალში გახსენით შაქარი, მშრალი საფუარი და მარილი.
  2. როდესაც საფუარი ამოვა, დაამატეთ კვერცხი, ზეითუნის ზეთი და მოზილეთ ცომი.
  3. ომი ორ ნაწილად გაყავით. თითოეული მათგანი ძალიან თხლად გააბრტყელეთ და დააფინეთ საცხობ ფორმაზე.
  4. მოამზადეთ ტომატის სოუსი-2-3 საშუალო პომიდორი დამდუღრეთ, გააცილეთ კანი და დააბლენდერეთ.
  5. დაუმატეთ ბაზილიკი, ორეგანო, ზეითუნის ზეთი, შაქარი და მარილი.
  6. სოუსი 5 წუთით დადგით ცეცხლზე. შემდეგ კი აცადეთ გაგრილება.
  7. გაგრილებული სოუსი თანაბრად გადაანაწილეთ გაბრტყელებულ ცომზე.
  8. ზემოდან დაალაგეთ გაჭრილი სოკო, ლორი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი, მოახეხეთ ყველი და მწვანილი.
  9. შედგით პიცა წინასწარ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთით.

გემრიელად მიირთვით.