პიცის რეცეპტი სტრაჩატელათი და მარწყვით

პიცის რეცეპტი სტრაჩატელათი და მარწყვით
ხართ პიცის მოყვარული? ყველაზე უჩვეულო როგორი პიცა გიჭამიათ? - FPAPARAZZI გთავაზობთ უფრო საინტერესო ვარიანტს პიცას სტრაჩატელათი და მარწყვით . გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ის, შეიგრძნოთ გასაოცარი გემო და გააოცოთ თქვენი მეგობრებიც.


თქვენ დაგჭირდებათ:
  • ფქვილი (უმაღლესი ხარისხით) – 300 გრამი
  • წყალი — 300 მილიგრამი
  • შაქარი — 10 გრამი
  • მარილი — 5 გრამი
  • მშრალი საფუარი — 3 გრამი
  • ან უბრალოდ პიცის ცომი


სოუსისთვის დაგჭირდებათ:
  • საშუალო ზომის პომიდორი - 2 ცალი
  • ზეითუნის ზეთი — 1 სუფრის კოვზი
  • მარილი, წიწაკა — გემოვნებით.


შიგთავსისთვის:
  • ტომატის სოუსი — 120 გრამი
  • მარწყვი — 70 გრამი
  • სტრაჩატელა — 100 გრამი
  • რეჰანი — 5 გრამი
  • კრემ-ბალზამიკი — 10 გრამი
  • ზეითუნის ზეთი — 5გრამი

ცომის მომზადების წესი:
შეათბეთ წყალი ოთახის ტემპერატურამდე. დაუმატეთ მარილი, შაქარი, მშრალი საფუარი. გადაურიეთ და მოაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი და დააფარეთ პირსახოცი, დაასვენეთ 20 წუთი.

სოუსის და პიცის მომზადების წესი:
მოაშორეთ პამიდორს კანი. გახეხეთ სახეხზე. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ზეითუნის ზეთი. გააბრტყელეთ ცომი 1 სმ სისქემდე. მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ. დაალაგეთ ზედ სტრაჩატელა, მარწყვი და მოასხით ბალზამიკო, მორთეთ რეჰანით.