როგორ ვუმკურნალოთ კოლიტს და ქრონიკულ გასტრიტს.
ქრონიკული კოლიტი არის მსხვილ ნაწლავში ლოკალიზებული ანთებითი პროცესი, რომელიც პერიოდულად მწვავდება. ის საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს კოლიტის და გასტრიტის სამკურნალოდ.
ქრონიკული შეკრულობისა და გასტრიტისთვის:
ალოეს მსხვილი ფოთლებისგან გამოწურეთ 100 გრ წვენი და აურიეთ 100 გრ თაფლი. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში 15-20 წთ-ით ადრე ჭამამდე.
ქრონიკული გასტრიტის მოსარჩენად ყოველდღე 3-ჯერ დღეში, შევჭამოთ მრავალძარღვას ფოთოლი, დავაყოლოთ ცივი წყალი.
კოლიტს შემდეგი ნახარშით მკურნალობენ. აიღეთ 1 ჩ/კ ასისთავა, სალბი და გვირილა. დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ დღეში 7-8 ჯერ 1 ს/კ. ეს ნახარში შეგიძლიათ დიდხანს სვათ. იგი სრულიად უვნებელია.
გასტრიტის მკურნალობისას თაფლი უნდა მიიღოთ 3-4-ჯერ დღეში. დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 გრ. თაფლი შეიძლება გამოვიყენოთ სუფთა სახით ან როგორც თბილ წყალში გახსნილი ხსნარი ( ჰიპერტონიული ხსნარი ). თუ მოცემული თაფლის სახეობა კუჭის გაღიზიანებულ მოქმედებას გამოიწვევს, იგი შეიძლება შეიცვალოს თაფლის სხვა სახეობით. თაფლის მიღება რეკომენდებულია დილითა და საღამოთი 30-30 გრ, დღისით კი 40 გრ. თუ თაფლი მიიღება ხსნარის სახით, მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურას. თბილ წყალში გახსნილი თაფლი სწრაფად შეიწოვება, ადაბლებს მჟავიანობას და კუჭს არ აღიზიანებს. ცივი წყლით მიღებული თაფლი აღაგზნებს კუჭ-ნაწლავის მამოძრავებელ ფუნქციას და ამაღლებს მათ სეკრეტორულ მოქმედებას. მკურნალობის ხანგძლივობა 1-2 თვეა. აუცილებლობის შეთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მკურნალობის განმეორებითი კურსი.

- ავუღოთ წაბლის ყვავილი 30 გრ და დანაყილი ასკილის ნაყოფი 50 გრ. დავასხათ ანადუღარი წყალი - 200 გრ. მივიღოთ დღეში 3-ჯერ ს/კ -ით.
- ავიღოთ 1 ჭიქა შინდის კურკა და 4 ჭიქა წყალი. ვხარშოთ მანამდე, ვიდრე სითხე 1 ჭიქა არ დადგება. შემდეგ გადავწიროთ და მივიღოთ უზმოზე ნელ-თბილი 1 ჭიქა. გავიმეოროთ 3-ჯერ.
- ერთი ჩ/კ სალბს დავასხათ 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი და შევფუთოთ. 20 წთ-ის შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ მესამედი ჭიქა თითო მიღებაზე დღეში 3-ჯერ. ვსვათ მორჩენამდე.
- თითო ს/კ ფარსმანდუკს, პიტნასა და გვირილას დავასხათ 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და შევფუთოთ. გაცივბის შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე თითო ს/კ-ით.
- ორ სუფრის კოვზ დაფქვილ კრაზანას დავსხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ვადუღოთ 15 წთ. შემდეგ გავწუროთ და მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში ( გაწურვის შემდეგ შევავსოთ ერთ ჭიქამდე ).
- 10-11 ცალი კაკლის უღელი ვხარშოთ 1ლ წყალში, ვიდრე წყლის რაოდენობა არ განახევრდება. გაცივებული ნახარში გავწუროთ და მივიღოთ დღეში 3-4-ჯერ ს/კ-ით ჭამამდე. თუ სადმე ჩირქია ორგანიზმს გაწმენდს.
- მივიღოთ ახალი კამის ნახარში ( ნახარშს მწვანე ფერი უნდა ჰქონდეს ) დღეში 3-ჯერ თითო ჩ/ჭ.