როდის დავკრიფოთ სამკურნალო მცენარეულობა და როგორ მოვამზადოთ ნაყენები სახლის პირობებში.

როდის დავკრიფოთ სამკურნალო მცენარეულობა და როგორ  მოვამზადოთ ნაყენები სახლის პირობებში.
როგორ მოვამზადოთ ოჯახურ პირობებში მცენარეებისაგან სამკურნალო პრეპარატები?
თავდაპირველად იმის შესახებ, თუ როგორ დავკრიფოთ, გავაშროთ სამკურნალო მცენარეთა ნედლეული. მცენარეულობის მოკრეფა უნდა ხდებოდეს მშრალ, ნათელ ამინდში. მცენარეთა მიწისზედა ნაწილებს - ბალახებს, ყვავილებს, ფოთლებს ჩვეულებრივ კრეფენ მათი ყვავილობის დროს.; ძირებსა და ფესურებს შემოდგომაზე, მცენარეთა მიწისზედა დაწილების ჭკნობის პერიოდში ან ადრე გაზაფხულზე, როცა ღეროები და ფოთლები ზრდას იწყებენ; თესლსა და ნაყოფს- მათი სრული მომწიფებისას; კვირტებს ადრე გაზაფხულზე, გაფურჩქვნამდე ; ქერქს - გაზაფხულზე, წვენის მოძრაობის პერიოდში.
სამკურნალო მცენარეთა შეგროვების კალენდარი ასე გამოიყურება:

მარტი - კვირტები არყის ხის, მოცვის.

აპრილი - კვირტი არყის ხის, ფოთლები მოცვის, ქერქი ძახველის;

მაისი - კვირტი და ფოთლები არყის ხის, ფოთლები მოცვის, ჭინჭრის, მრავალძარღვას, მოცხარის; ფესვი და ქერქი ძახველის, ქერქი მუხის, ფესვი ოროვანდის, ბალახი და ფესვი ბაბუაწვერასი.

ივნისი - ფოთლები ჭინჭრის, მრავალძარღვას, ძახველისა, ბალახი და ფესვი ბაბუაწვერასი, ფესვი ოროვანდის, ბალახები - ქრისტესისხლას, კრაზანასი, ფარსმანდუკისა; ყვავილები უკვდავისი ( ნეგო )

ივლისი - ფესვი, ნაყოფი, ბალახი და ფოთოლი ძახველისა; თესლი, ფესვი, ნაყოფი სტაფილოსი; ფესვი ოროვანდის, ნაყოფი და ფოთოლი ჟოლოსი, ბალახი და ფესვი ბაბუაწვერასი; ფოთლები ჭინჭრის, მრავალძარღვასი; ბალახები ქრისტესისხლას, თავშავას, კრაზანასი, ფარსმანდუკისა; ყვავილები უკვდავასი ( ნეგო )

აგვისტო - ფესვი და ნაყოფი ძახველის, ფესვი ოროვანდის, ბალახი და ფესვი ბაბუაწვერასი; ფოთლები ჭინჭრის, მრავალძარღვასი; ბალახები ქრისტეტისხლას, თავშავას, ფარსმანდუკისა.

სექტემბერი - ნაყოფი, ბალახი და ფესვი ძახველის; ფესვი ოროვანდის, ფოთლები ჭინჭრის, მრავალძარღვასი; ნაყოფი ცირცელის.
მცენარეულობის გაშრობა სწრაფად უნდა მოხდეს, კრეფის დამთავრებისთანავე - თხელ ფენად განლაგდეს ჩრდილში, სადაც არის ჰაერის უწყვეტი ცირკულაცია. ბალახები შეიძლება გავაშროთ თხლად შეკრული კონების სახით და ჩამოვკიდოთ მავთულით ან თოკით. ნაყოფი გასაშრობია მზეზე ან ღუმელში ზომიერი ტემპერატურის პირობებში. ძირებსა და ფესურებს გაშრობის წინ ავლებენ ცივ წყალში და სიგრძივ ჭრიან.
შესანახად გათვალისწინებულ ნედლეულს არ აქუცმაცებენ. გამოშრობილი მცენარეულოის შენახვა რეკომენდებულია მშრალ, ცივ ადგილას - ქაღალდის პაკეტებში ან ქაღალდჩაფენილ ყუთებში. მძაფრი სუნის მქონე სამკურნალო მცენარეებს ცალკე ინახავენ. ყველა გამშრალ მცენარეს უნდა გაუკეთდეს წარწერები. მატი შენახვის ვადები მერყეობს 1 წლიდან 5 - 6 წლამდე. ასე მაგალითად: ყვავილები უკვდავისი ( ნეგო ) - 3 წელი, ბალახები თავშავისი - 2, კრაზანასი - 2, ფარსმანდუკის - 2; ფოთლები მრვალაძარღვასი - 2, ქერქი ძახველის - 4, ნაყოფი ცირცელის - 2 და ა.შ.


ნაყენებისა და ნახარშების მომზადება
ნაყენს ამზადებენ მცენარეთა რბილი ნაწილების - ღეროების, ფოთლებისა და ყვავილებისგან. ნახარშს ამზადებენ მცენარეულის მკვრივი ნაწილის - ძირებისა და ფესურების, ბოლქვების, ქერქისა და თესლებისაგან. 10 გრ ნედლეულს ( 1-2 ს/კ ) ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში. ასხამენ 200 გრ ( 1 ჭიქა ) ქაფქაფა წყალს, დგამენ წყლის ორთქლზე და ადუღებენ ნაყენს 15 წთ. გადმოდგამენ და აჩერებენ 45 წთ. ნახარშებს ადუღებენ 30 წთ, აჩერებენ 10 წთ. ნედლეულს წურავენ. მიღებული ნაყენის ( ნახარშის ) მოცულობას ზრდიან ადუღებული წყლით თავდაპირველ რაოდენობამდე,
ნაყენი და ნახარშები სწრაფად ფუჭდება. ამასთან დაკავშირებით ყველაზე კარგია მათი ყოველდღიური მომზადება. შენახვა დასაშვებია ბნელსა და ცივ ადგილას ან მაცივარში, არა უმეტეს ორი დღე - ღამისა.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური