ბრაზილიური სტაფილოს კექსი
მარტივი ინგრედიენტები და არარეაულურად გემრიელი - fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ!
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 250 გ უმი სტაფილო
- 250-300 გ ფქვილი
- 200 გ შაქარი
- 1 შეკვრა ვანილის შაქარი
- 4 კვერცხი
- 180 მლ ზეთი
- 0,5 ჩ/კ სოდა ძმრით
მომზადება:
- გახეხეთ სტაფილო ყველაზე წვრილ სახეხზე. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად.
- დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, ზეთი, სოდა ძმრით და თანდათანობით შეაზილეთ ფქვილი.
- ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა.
- გადაიტანეთ ცომი ფორმაში და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.
- კექსის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით, რომელიც მშრალი უნდა ამოვიდეს ნამცხვრიდან.
გემრიელად მიირთვით!