ვიტამინებით სავსე კომბოსტოს მწნილი

ვიტამინებით სავსე კომბოსტოს მწნილი
ალბათ ყველა ოჯახში იციან ამ პოპულარული მჟავეულის მომზადება, თუმცა fpaparazzi გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც თაობებით ნაცადია და რომლის მიხედვითაც კომბოსტო განსაკუთრებულად ხრაშუნა და გემრიელი გამოდის, ამასთან ინარჩუნებს ყველა ვიტამინს.
საჭირო მასალა:
  • კომბოსტო 3 კგ
  • ჭარხალი 1,5 კგ
  • წითელი ცხარე წიწაკა 3 ცალი
  • ნიორი 2 თავი
  • ნიახური 2 კონა
  • მარილი 3 ს/კ (სავსე)
  • წყალი 1 ლ

მომზადება:

  1. მარინადისთვის: აადუღეთ ქვაბში წყალი და გახსენით მასში მარილი. გააგრილეთ.
  2. შესაძლოა, მარილის დამატება დაგჭირდებათ, კომბოსტო სწრაფად ითვისებს მარილს.
  3. დაჭერით კომბოსტო მსხვილ ნაჭრებად.
  4. ჭარხალი დაჭერით თხელ წრეებად.
  5. ნივრის თითოეული კბილი გაჭერით 2 ან მეტ ნაწილად.
  6. გაარჩიეთ წიწაკა და დაჭერით.
  7. აიღეთ ღრმა ქვაბი. მოათავსეთ ფენებად: ცოტაოდენი ჭარხალი, შემდეგ კომბოსტო, მერე კვლავ ჭარხალი, მოაყარეთ ნიორი, წიწაკა, მსხვილად დაჭრილი ნიახური.
  8. აავსეთ ასე ქვაბი (სულ ზედა ფენა ჭარხალი უნდა იყოს). დაასხით ცივი მარინადი იმდენი, რომ დაფაროს ინგრედიენტები.
  9. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 3 დღით. გასიჯნეთ, თუ მარილი აკლია, დაამატეთ. 5 დღეში მწნილი მზად არის.

გემრიელად მიირთვით!