კომბოსტო კორეულად

კომბოსტო კორეულად
თუ კორეული კერძების გემო გიზიდავთ, fpaparazzi გთავაზობთ კომბოსტოს მომზადების რეცეპტს.

საჭირო მასალა:
  • 2 პატარა თავი კომბოსტო
  • 3-4 საშუალო ზომის სტაფილო
  • 6 კბილი ნიორი
  • შავი პილპილის 10 მარცვალი
  • მარილწყალი: 4 ლიტრ წყალზე 8ს.კ მარილი, 8 ს.კ მარილი, 20 ს.კ შაქარი


მომზადების წესი:
  1. კომბოსტო დაჭერით წვრილად, სტაფილო გახეხეთ, ნიორი კი შუაზე გაჭერით.
  2. მარილწყალი კომბოსტოს მარინადის გაკეთებამდე ორი დღით ადრე მოამზადეთ.
  3. მიიყვანეთ ადუღებამდე , გადმოდგით და გააჩერეთ თავდახურულ მგომარეობაში.
  4. დაჭრილი კომბოსტო დაპრესეთ, ფენა-ფენა მოათავსეთ სტაფილო, წიწაკის მარცვლები და ნიორი.
  5. დაასხით მარილწყალი და კარგად დაპრესეთ. ინახება მთელი ზამთრის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით.