როგორ გადავრთოთ ჰორმონები ცხიმის წვის რეჟიმში

როგორ გადავრთოთ ჰორმონები ცხიმის წვის რეჟიმში
თითოეულ ჩვენგანს სმენია სიტყვა ''ჰორმონი''. იცით, თუ რას აღნიშნავს ეს სიტყვა სინმადვილეში? ექსპერტების თქმით, ჰორმონები - ქიმიური ''გზავნილებია'', რომლებიც აკონტროლებს ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციებს. ესტროგენი და ტესტოსტერონი - ორი ძირითადი სასქესო ჰორმონი, რომელთა შესახებ ჩვენ უამრავი რამ გვსმენია, თუმცა, სინამდვილეში, მათ გარდა არსებობს კიდევ უამრავი ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებზეა პასუხისმგებელი. დაიმახსოვრეთ, რომ ჰორმონების ფუნქციონირებაზე მთელი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაა დამოკიდებული.



არსებობს ჰორმონები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს წონის კლები პროცესისთვის. ეს ჰორმონებია: ინსულინი, კორტიზოლი და ლეპტინი.

ადამიანების უმრავლესობას არაერთხელ სმენია ტერმინი ''ინსულინი''. სწორედ ეს ჰორმონი აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და პასუხისმგებელია მის განაწილებაზე. ჩვენს ყოველდღიურ კვების რაციონს პირდაპირი გავლენა აქვს ორგანიზმში ინსულინის დონეზე. როდესაც მივიღებთ ზედმეტად დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გამომუშავდება ჭარბი რაოდენობით ინსულინი, რომლის შთანთქმაც უჯრედებს აღარ შეუძლიათ და საქმეში ერთვება ღვიძლი, რომელიც ჭარბი რაოდენობით ინსულინს ცხიმად გარდაქმნის. იმისათვის, რომ გააკონტროლოთ ინსულინის დონე, აუცილებელია მიირთვათ ბოსტნეული, მჭლე ხორცი და ბოჭკოებით გამდიდრებული პროდუქტები მცირე ულუფებით. ექიმი ანა ჰარეტი გვირჩევს, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ თეთრი პურის, შაქრისა და მაკარონის მიღება.

კორტიზოლი - სტრესის ჰორმონი, რომელსაც გავლენა აქვს სისხლში შაქრის დონეზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე და წყლის ბალანსზე. როდესაც თქვენ დაძაბული ხართ, კორტიზოლის დონე უბიძგებს ორგანიზმს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების გარშემო ცხიმების დაგროვებისკენ. ამ პროცესის დროს სისხლში გამოიყოფა სახიფათო, მავნებელი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ამაღლებს ქოლესტერინისა და ინსულინის დონეს. იმისათვის, რომ დაირეგულიროთ ორგანიზმში კორტიზოლის დონე, ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე, ჭამეთ ნელა, შეზღუდეთ ყავის მიღება და გამოიძინეთ დღე ღამის განმავლობაში მინიმუმ 7 საათით.

ლეპტინი - შიმშილის ჰორმონი, რომელიც პირდაპირკვშირშია გაცხიმოვნებასთან. ეს ჰორმონი გამოთავისუფლდება ცხიმოვანი უჯრედებისგან და სწორედ ის განაპირობებს, თუ რა დოზით მოგთხოვთ საკვებს საკუთარი ორგანიზმი. იმისათვის, რომ დაირეგულიროთ ორგანიზმში ლეპტინის დონე, თქვით უარი ტკბილეულზე, გადამუშავებულ საკვებზე და გამოიძინეთ ხარისხიანად.

თუ თქვენ დაუთმობთ საკმარის ყურადღებას ცხოვრების ჯანსაღ წესს, განსაკუთრებით კი სწორ კვებას, თქვენთვის წონის დაკლება და სხეულის ლამაზი ფორმის მოპოვება სირთულესთან აღარ იქნება დაკავშირებული.