ჯემიანი ნამცხვარი გახეხილი ცომით

ჯემიანი ნამცხვარი გახეხილი ცომით
fpaparazzi გთავაზობთ მარტივი და უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს ფხვიერი და ნაზი ცომით. აუცილებლად სცადეთ - ძალიან უხდება ჩაის და ყავას.
საჭირო მასალა:
  • კარაქი 250 გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 1 ჭიქა
  • არაჟანი 2 ს/კ
  • ფქვილი 400 გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
  • ჯემი ან მურაბა

მომზადება:
  1. კარაქი ასრისეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ კვერცხი და არაჟანი.
  2. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, სურვილისამებრ ვანილი, მუსკატის კაკალი და კარდამონიც. მოზილეთ ელასტიკური ცომი.
  3. მოათავსეთ ცომი 1 საათით მაცივარში. შემდეგ მოაცალეთ ცომს ¼ ნაწილი, დანარჩენი დატოვეთ მაცივარში.
  4. მშრალ ლითონის ფირფიტაზე გააბრტყელეთ ცომის ნაწილი, გაუკეთეთ მაღალი კიდეები.
  5. წაუსვით ჯემი ან მურაბა, ზემოდან კი მსხვილი სახეხით მოახეხეთ მაცივარში დარჩენილი ცომი.
  6. შედგით 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!