ღვეზელი ბრინჯის ნახარშზე მოზელილი ცომით
fpaparazzi გთავაზობთ უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს, რომელიც მარხვის დროს განსაკუთრებით გამოგადგებათ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ბრინჯი 0,5 ჭიქა
- წყალი 3 ჭიქა
- ფქვილი 3 ჭიქა
- შაქარი 4 ჩ/კ
- მარილი 1,5 ჩ/კ
- ზეთი 100 მლ
- ხახვი 1 კგ
- საფუარი 2 ჩ/კ
მომზადების წესი:
- ბრინჯის ნახარშის მოსამზადებლად გარეცხეთ ნახევარი ჭიქა ბრინჯი, ადუღებულ წყალში (3 ჭიქაში) ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი.
- ხარშეთ დიდხანს, სანამ ბრინჯი არ ჩაიშლება.
- გაწურეთ ბრინჯი საწურის მეშვეობით, თან კოვზით გაქენით ბრინჯი. მიიღებთ სქელ, კისელივით ნახარშს.
- მიიღებთ ზუსტად ერთ ჭიქა ნახარშს. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- ამ დროს მოამზადეთ გულსართI: გაფცქვენით ხახვი და დაჭერით წვრილად.
- მოხრაკეთ ზეთში, მოაყარეთ მარილი, სურვილისამებრ პილპილიც – გულსართი მზად არის.
- მოზილეთ ცომი: ფქვილში აურიეთ საფუარი, შაქარი, ზეთი (2 ს/კ), მარილი და ბრინჯის ნახარში, მოზილეთ ელასტიკური ცომი და დადგით თბილ ადგილას, სანამ 2-ჯერ არ მოიმატებს მოცულობაში.
- გაფუებული ცომი გაყავით 3 ნაწილად.
- ერთი ნაწილი გააბრტყელეთ კარგად.
- გაანაწილეთ ხახვის გულსართი მთელ ზედაპირზე. ასევე გააკეთეთ ცომის დანარჩენ ნაწილებზეც.
- შენიშვნა: გულსართი შეგიძლიათ იყოს ნებისმიერი, შეგიძლიათ უბრალოდ ზეთიც წაუსვათ და მოაყაროთ შაქარი – ძალიან გემრიელი გამოდის.
- შემდეგ დაადეთ ერთმანეთზე ხახვწასმული ფირფიტები და დაჭერით 16 ნაწილად.
- თითოეული სეგმენტი გადაახვიეთ რულეტივით.
- მოათავსეთ რულეტები ღრმა გამოსაცხობ ფორმაში (ჩაალაგეთ მჭიდროდ).
- შედგით 180 გრადუსზე გახურებულ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.