ქოქოსის ბრინჯი მანგოთი და მაყვლით - ტაილანდური სამარხვო დესერტი
ტაილანდური სამზარეულოსთვის დამახასიათებელია დესერტებში ბრინჯის გამოყენება. იმისათვის, რომ ბრინჯის ფანტია ფაფა მიიღოთ, აჯობებს, გამოიყენოთ გრძელი ჯიშის მარცვლეული.
მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფების რაოდენობა: 6
მომზადების სირთულე: მარტივი
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფების რაოდენობა: 6
მომზადების სირთულე: მარტივი
საჭირო მასალა:
- მარილი
- 1 მანგო
- 1 ჭიქა ბრინჯი
- 1 ს/კ შაქარი
- 1 ს/კ შაქარი
- ერთ მუჭა მაყვალი
- 1,5 ჭიქა ქოქოსის რძე
- 1 ჩ/კ ქოქოსის ფანტელი
მომზადების წესი:
- დაასხით ბრინჯს ქოქოსის რძე, დაუმატეთ 0,5 ჭიქა წყალი, მარილი და დადგით დაბალ ცეცხლზე.
- ხარშეთ, სანამ მთელ სითხეს არ შეიწოვს.
- მანგო გაფცქვენით, დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეწვით კარაქსა და შაქართან ერთად 5 წუთის განმავლობაში.
- დაუმატეთ მაყვალი, დააფარეთ თავსახური და გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ 2 წუთი.
- მზა ბრინჯი გადაიტანეთ შემთბარ თეფშზე, ზემოდან გაანაწილეთ მანგო და მაყვალი, მოაყარეთ ცოტაოდენი ქოქოსის ფანტელი.
გემრიელად მიირთვით!