საზაფხულო სალათა საზამთროთი, ფეტათი და ბევრი მწვანილით

საზაფხულო სალათა საზამთროთი, ფეტათი და ბევრი მწვანილით
fpaparazzi გთავაზობთ სალათს, რომელშიც შესანიშნავად არის შეხამებული მსუბუქი არომატები და საბოლოოდ არაჩვეულებრივ საზაფხულო გემოს ვიღებთ.
საჭირო მასალა:
  • საზამთროს რბილობი 400 გ
  • პომიდორი ჩერი 200 გ
  • წითელი ხახვი 0,5 ცალი
  • სალათის ფურცლების მიქსი (ისპანახი, რუკოლა) – 1 კონა
  • მწვანილი (ბაზილიკი, პიტნა, ოხრახუში) - დაჭრილი, 1 ჭიქა
  • ბრინზა, ფეტა ან რბილი თხის ყველი 100 გ
  • ზეითუნის ზეთი 4 ს/კ
  • თეთრი ღვინის ძმარი 2 ს/კ
  • მარილი 1 ჩ/კ
  • წიწაკა ჩილი 0,5 ჩ/კ

მომზადება:
  1. გამოაცალეთ საზამთროს რბილობს თესლი, დაჭერით კუბიკებად.
  2. პომიდორი ჩერი გაჭერით შუაზე;
  3. ხახვი დაჭერით თხელ წრეებად და მოათავსეთ ყველაფერი სასალათეში.
  4. მწვანილი და სალათის ფურცლები გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით და დაუმატეთ სალათს.
  5. მოსასხმელად ჩანგლით ათავიფეთ ზეითუნის ზეთ, მარილი და წიწაკა და მოასხით სალათს. ფრთხილად ამოურიეთ.
  6. ბრინზა (ან თხის ყველი) დაფშვენით და მოაყარეთ სალათს.

გემრიელად მიირთვით!