ბერძნული სალათა - მარტივი რეცეპტი

ბერძნული სალათა - მარტივი რეცეპტი
fpaparazzi წარმოგიდგენთ მსუბუქ და დახვეწილ სალათს ცხელი ზაფხულისთვის.
საჭირო მასალა:
  • კიტრი 1 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • წითელი ხახვი 1 თავი
  • ზეთის ხილი 100 გრ
  • სალათის ფოთოლი სურვილისამებრ
  • ყველი ფეტა ან ბრინზა 200 გრ
  • წითელი ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • დაჭყლეტილი ნიორი 1-2 კბილი
  • ლიმონის წვენი 1 სკ
  • ზეითუნის ზეთი 3 სკ

მომზადება:
  1. მარილი და შავი წიწაკა გემოვნებითხახვი და კიტრი დავჭრათ რგოლებად.
  2. ბულგარული წიწაკა, პომიდორი და ყველი დავჭრათ პატარა კუბიკებად.
  3. ხელით დავხიოთ სალათის ფოთლები.
  4. ყველაფერი ერთად ჩავყაროთ სასალათეში და ჩავამატოთ უკურკო ზეთის ხილი.
  5. ზეითუნის ზეთში შევურიოთ ლიმონის წვენი და დაჭყლეტილი ნიორი.
  6. მოვასხათ დაჭრილ ბოსტნეულს ზემოდან და მოვაყაროთ მარილი.

გემრიელად მიირთვით !