ბანანისა და კენკრის სორბე - დესერტი, რომელიც ნაყინს დაგავიწყებთ
თუ ერთფეროვანი დესერტები მოგბეზრდათ და რაიმე განსხვავებული, მსუბუქი და საზაფხულო ტკბილეული მოგინდათ, მოამზადეთ fpaparazzi რჩევით ეს საოცრად არომატული სორბე, მით უმეტეს, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ 2 ინგრედიენტი სჭირდება.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 1 ცალი მოზრდილი ბანანი
- 1 ჭიქა სასურველი კენკრა
მომზადების წესი:
- დაჭერით ბანანი წრეებად.
- მოათავსეთ ბანანი და კენკრა (ჟოლო, მარწყვი, მორცხარი...) ცოტა ხნით საყინულეში.
- შემდეგ გამოიღეთ და ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ.
- მზა სორბე გაანაწილეთ ჭიქებში, მორთეთ ზემოდან კენკრითა და პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!