ფარშირებული ბულგარული წიწაკა- ვიტამინების ნამდვილი საბადო
იშვიათია ადამიანი, რომელსაც ეგ გემრიელი კერძი არ უყვარს. სწორედ ამიტომ შეგირჩიათ FPAPARAZZI-იმ ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
მიირთვით არაჟანთან ერთად.
საჭირო მასალა:
- ბულგარული წიწაკა 6 ცალი
- ფარში 400გ
- ბრინჯი 50გ
- არაჟანი 200გ
- ტომატის პასტა 150გ
- სტაფილო 200გ
- ხახვი 200გ
- ნიორი 3 კბილი
მომზადების წესი:
- ბულგარულებს მოაჭერით თავები და გამოაცალეთ თესლი.
- გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი ჩაყარეთ ქვაბში.
- დაასხით მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 20 წუთით.
- ხახვი დააქუცმაცეთ
- სტაფილო წვრილად გახეხეთ
- ნიორი დაჭყლიტეთ
- ხახვი და ნიორი მოთუშეთ მცენარეულ ზეთში, დაუმატეთ სტაფილო და ერთად განაგრძეთ მოთუშვა.
- შემდეგ დაუმატეთ ფარში, ბრინჯი, არაჟანი, მარილი და პილპილი.
- ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში.
- წიწაკები ამოავსეთ მიღებული გულსართით.
- ერთმანეთში აურიეთ ცოტა არაჟანი და ტომატი ზეთთან ერთად და ჩაასხით ქვაბში, ჩააწყვეთ წიწაკები.
- დაასხით იმდენი წყალი, რომ ოდნავ ფარავდეს წიწაკებს.
- ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
- ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დატოვეთ თავდახურული კიდევ 10 წუთი.
მიირთვით არაჟანთან ერთად.