გამონადენის შეფერილობა მენსტრუაციულ პერიოდში უამრავ რამეს გვიამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე

გამონადენის შეფერილობა მენსტრუაციულ პერიოდში უამრავ რამეს გვიამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე
როგორც წესი, მენსტრუაციული ციკლი გოგონებს 12-13 წლის ასაკიდან ეწყებათ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა უდიდეს დისკომფორტთანაა დაკავშირებული. პირველი რამ, რაც ამ დღეებში გვაფქირდება - ''ნეტავ როდის დასრულდება ეს ყველაფერი?''

ქალბატონების 95% არ აქცევს ყურადღებას გამონადენს მენსტრუაციულ პერიოდში, რაც დიდი შეცდომაა. სინამდვილეში, ამ გამონადენს უამრავი რამის მოთხრობა შეუძლია ჩვენი ორგანიზმის შესახებ.

მოწითალო-მოვარდისფრო

მენსტრუაციულ პერიოდში მოწითალო-მოვარდისფრო გამონადენი შეიძლება იყოს ორსულობის ადრეული სიმპტომი. გარდა ამისა, გამონადენის ასეთი შეფერილობა შეიძლება განაპირობოს ჰორმონალური ბალანსის რღვევამ ან შინაგანმა დაზიანებამ.

წითელი

მენსტრუაციულ პერიოდში გამონადენი წითელი შეფერილობით კარგის ნიშანია. იმ შემთხვევაში, თუ ციკლი 8 დღეზე დიდხანს გრძელდება და გამონადენი კვლავ წითლადაა შეფერილი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მუქი ბორდოსფერი

გამონადენის ეს შეფერილობა სავსებით ნორმალურია, როდესაც საშვილოსნოს ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მდგომარეობა ხანგრძლივი დროით გრძელდება, დიდი ალბოთობით გამონადენი მუქი ბორდოსფერი შეფერილობით ფიბრომის სიმპტომია.

მოწითალო - მონარინჯისფრო

გამონადენი ამ შეფერილობით მეტყველებს ვაგინალურ ინფექციაზე. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი!

ყავისფერი- შვი

ერთ შეხედვით, მოყავისფრო ან შავი გამონადენი საგანგაშო ნიშანია, თუმცა დამშვიდდით, სანერვიულო არაფერია. ეს შედედებული სისხლია, რომელიც წინა ციკლი დროს არ გამოიყო და სხეულში დარჩა. როგორც წესი, ეს მოვლენა სავსებით ნორმალურია. მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ შავი გამონადენი 1 კვირაზე დიდხანს გრძელდება.

გახშირებული სისხლდენა

ძლიერი სისხლდენა - სავსებით ნორმალური მოვლენა მენსტრუაციული ციკლის დროს. თქვენ სანერვიულო მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვთ, თუ ჰიგიენური საფენის შეცვლა დღეში 3-ზე მეტჯერ გიწევთ.

ლაქისებრი

მცირეოდენი სისხლდენა მენსტრუაციული ციკლის დროს შეიძლება მეტყველებდეს ჰორმონალურ დისბალანსე: ეს ფეხმძიმობის ადრეული სიმპტომია.

მენსტურაციული ციკლის გამოტოვება

თუ თქვენ გამოტოვეთ მენსტრუაციული ციკლი, დაუყონებლივ მიმართეთ გინეკოლოგს, რადგან ამენორეას არსებობის რისკი ამ დროს საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, მენსტრუაციული პერიოდის გამოტოვება შეიძლება განაპირობოს ორსულობამ ამ მენოპაუზამ.