სწრაფი, მარტივი, მაგრამ უგემრიელესი შოკოლადის ტორტი
ეს დესერტი მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ გარეგნულადაც და გემოთიც ისეთია, რომ ნამდვილად დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრას, ასე რომ, fpaparazzi გირჩევთ, გამოაცხოთ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ფქვილი – 3 ჭიქა
- კეფირი – 300 მლ
- კვერცხი – 3 კვერცხი
- კარაქი – 100 გ
- შაქარი – 1 ჭიქა
- სოდა – მწიკვი
- კაკაო – 50 გ
- გახეხილი შოკოლადი – 100 გ
მომზადების წესი:
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი (სოდა გახსენით ძმარში).
- ჩაასხით შოკოლადის ცომი პერგამენტჩაფენილ ქვაბში.
- შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 25 წუთი.
- გამომცხვარ ბისკვიტს მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი ან მოასხით შოკოლადის მინანქარი.
გემრიელად მიირთვით!