მომენტალური შოკოლადის ტორტი მინანქრით - სუპერ რეცეპტი

მომენტალური შოკოლადის ტორტი მინანქრით - სუპერ რეცეპტი
fpaparazzi ექსტრა-კლასის, ყველაზე სწრაფი შოკოლადის ტორტის რეცეპტს გთავაზობთ!

საჭირო მასალა:
  • ფქვილი 1,5 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • კაკაო 3 ს/კ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
  • მარილი 0,5 ჩ/კ
  • ძმარი 1 ჩ/კ
  • ზეთი 5 ს/კ
  • ვანილის ესენცია ან ვანილინი 1 ჩ/კ
  • წყალი 1 ჭიქა


მომზადების წესი:
1. შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი.
2. ჭიქაში აურიეთ ძმარი, ვანილის ესენცია და ზეთი და დაუმატეთ მშრალ მასას.
3. დაუმატეთ ერთი ჭიქა წყალი და აურიეთ.
4. ჩაასხით მიღებული ცომი ცხიმწასმულ ფორმაში.
5. აცხვეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.
6. როცა ბისკვიტი გაგრილდება, მოასხით სასურველი მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!