უგემრიელესი შოკოლადის ღვეზელი, რომლის მომზადებას ბავშვიც კი შეძლებს

უგემრიელესი შოკოლადის ღვეზელი, რომლის მომზადებას ბავშვიც კი შეძლებს
fpaparazzi ძალიან მარტივი და გემრიელი შოკოლადის ღვეზელის რეცეპტს გიზიარებთ.

საჭირო მასალა:
  • 100 გ შოკოლადი
  • 1 შეკვრა ფენოვანი ცომი
  • 1 კვერცხი
  • გატარებული ნიგოზი


მომზადების წესი:
1. შოკოლადის ფილა დატეხეთ და გადაანაწილეთ გაბრტყელებულ ცომის შუა ნაწილში
2. ცომის გვერდები დაჭერით ზოლებად და ზემოდან ასიმეტრიულად გადააფინეთ ერთმანეთს
3. ზემოდან წაუსვით გათქვეფილი კვერცხის გული და მოაყარეთ გატარებული ნიგოზი
4. აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.

გემრიელად მიირთვით