ნოყიერი და ძალიან გემრიელი ქათმის ბეფსტროგანოვი
ქათმის ბეფსტროგანოვი ისევე მზადდება, როგორც საქონლის ხორცის, ოღონდ ბევრად უფრო სწრაფად. ამიტომაც, fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ ეს კერძი ვახშმისთვის.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე – 600 გ
- არაჟანი – 2 სუფრის კოვზი
- ტომატის პასტა – 1 სუფრის კოვზი
- ხახვი – 2 თავი
- ფქვილი – 0,5 ჭიქა
- ზეთი – 2 სუფრის კოვზი
- ბულიონი (შეგიძლიათ წყალში გახსნილი ბულიონის კუბიკები გამოიყენოთ) – 1,5 ჭიქა
- მარილი – გემოვნებით
- პილპილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
- გარეცხილი და გამშრალებული ქათმის ფილე დაჭერით დაახლოებით 1 სმ სისქის ნაჭრებად.
- ოდნავ დაბეგვეთ და კვლავ დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
- ახლა ვამზადებთ სოუსს. ამისათვის აიღეთ ქვაბი, ჩაასხით მასში არაჟანი და შეურიეთ ტომატპასტა და ბულიონი.
- დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- ქათმის ფილე ამოავლეთ ფქვილში და მოათავსეთ საწურში, რათა ზედმეტი ფქვილი დაიფერთხოს.
- დაჭერით ხახვი და ოდნავ მოხრაკეთ ზეთიან ტაფაზე.
- შემდეგ დააყარეთ ხახვს ქათმის ფილე და ძლიერ ცეცხლზე ხრაკეთ 5-6 წუთის განმავლობაში. თან ურიეთ.
- ახლა გადაიტანეთ ხორცი და ხახვი არაჟნის სოუსში და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში.
- ბეფსტროგანოვი ძალიან უხდება კარტოფილის გარნირს, ან მაკარონსა და ბრინჯს.
გემრიელად მიირთვით!