კარტოფილის პიურე განსხვავებულად - ასე ლამაზად გარნირი სუფრასთან ჯერ არ მიგიტანიათ!
fpaparazzi დღეს საოცარ რეცეპტს გთავაზობთ, რომელსაც სულ რამდენიმე ინგრედიენტი ჭირდება. მათ შორის მთავარი კარტოფილია. ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდით, რომ კარტოფილის სუფრასთან მიტანა ასე ლამაზად იყო შესაძლებელი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- მოხარშული კარტოფილი
- მარილი და პილპილი
- 2 კვერცხის გული
- გამდნარი კარაქი
- მუსკატის კაკალი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
- მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში, ამოიღეთ წყლიდან და დაჭყლიტეთ.
- დაუმატეთ კვერცხის გული და გამდნარი კარაქი.
- შემდეგ მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- დაუმატეთ სურვილისამებრ მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი. კარგად აურიეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- საკონდიტრო ტომრის მეშვეობით, “ვარსკვლავის” თავით დასვით “ვარდები” ღუმელის გამოსაცხობ ტაფაზე, რომელზეც წინასწარ პერგამენტის ქაღალდს დააფენთ.
- შედგით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
- სუფრასთან გემრიელი და ლამაზი გარნირი ცხელ-ცხელი მიიტანეთ.