ტოლმა სტაფილოს მარინადით – აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი!

ტოლმა სტაფილოს მარინადით – აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი!
თუ ძალიან გიყვართ ეს კერძი, paparazzi გირჩევთ, სცადოთ მისი განსხვავებულად მომზადება – არ ინანებთ!
საჭირო მასალა:
  • 1 თავი საშუალო ზომის კომბოსტო
  • 5 ცალი სტაფილო
  • 1 ან მეტი თავი ნიორი
  • 500 მლ წყალი
  • 50 მლ ძმარი 9 %-იანი
  • 50 გ შაქარი
  • მარილი 15 გ
  • შავი პილპილი, ქონდარი, დაფნის ფოთოლი – გემოვნებით

მომზადება:
  1. მოამზადეთ კომბოსტო ტოლმისთვის: ფოთლები შეგიძლიათ მოაცალოთ ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით: მოათავსოთ მიკროტალღურ ღუმელში ან მოთუთქოთ ადუღებულ წყალში... უხეში ადგილები მოაჭერით.
  2. გაფცქვენით და გახეხეთ სტაფილო. ნიორი დაჭყლიტეთ და დაუმატეთ სტაფილოს. მოაყარეთ სანალებელები.
  3. წყალში აურიეთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი და დადგით ცეცხლზე.
  4. პარალელულად გააკეთეთ ტოლმა: კომბოსტოს ფოთლებზე მოათავსეთ ცოტაოდენი სტაფილო და გადაახვიეთ. მოათავსეთ ტომები ღრმა ჯამში.
  5. როცა მარინადე ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან, ცოტა გააგრილეთ და ჩაასხით ძმარი.
  6. გაგრილებული მარინადი დაასხით ტოლმას, ზემოდან დაადეთ თეფში და რაიმე მძიმე საგანი (წყლით სავსე ლიტრიანი ქილა ან როდინის ქვაც გამოდგება).
  7. დადგით ქვაბით ტოლმა ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღე, შემდეგ კიდევ ერთი დღე მაცივარში, რათა კარგად დამარინადდეს.
  8. შემდეგ მოხსენით სიმძიმე, ამოიღეთ და მიირთვით გემრიელად!