ყველასათვის საყვარელი, უგემრიელესი ტორტი “პრაღა” - მარტივი რეცეპტი
შვებულება – სწორედ ის დროა, უგემრიელესი დესერტები მოვუმზადოთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს. ამიტომაც fpaparazzi ცნობილი ტორტის მარტივ რეცეპტს გთავაზობთ.
ბისკვიტისთვის:
მინანქრისთვის:
კრემისთვის:
მომზადების წესი:
ბისკვიტისთვის:
- 3 კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 0,5 ქილა შედებებული რძე
- არაჟანი 1 ჭიქა
- 1,5 ჭიქა ფქვილი
- 2 ს. კ. კაკაო
მინანქრისთვის:
- 50 გ კარაქი
- 4 ს.კ. შაქარი
- 3 ს.კ. რძე
- 1 ს.კ. კაკაო
კრემისთვის:
- 200 გ კარაქი
- 0,5 ქილა შედედებული რძე
- 1 ს.კ. კაკაო
მომზადების წესი:
- კრემისთვის: ათქვიფეთ კარაქი და შედედებული რძე, დაუმატეთ კაკაო და კვლავ კარგად ათქვიფეთ.
- მინანქრისთვის: კარაქს შეურიეთ შაქარი, რძე და კაკაო. მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე. გამუდმებით ურიეთ.
- ბისკვიტისთვის: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ შედედებული რძე, არაჟანში გახსენით სოდა და დაუმატეთ მთავარ მასას, შემდეგ ჩაყარეთ ფქვილი და კაკაო. ყველაფერი კარგად აურიეთ.
- გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღლდი და გამოაცხვეთ ბისკვიტი 180 გრადუსზე.
- გამოცხობის შემდეგ აცადეთ ბისკვიტს გაცივდეს, შემდეგ გაჭერით 3 ნაწილად. ორ მათგანს წაუსვით კრემი, ხოლო ზედა ფენას მოასხით მინანქარი.