რულეტი ხაჭოს ცომით და ვაშლის გულსართით

რულეტი ხაჭოს ცომით და ვაშლის გულსართით
fpaparazzi გთავაზობთ მარტივი ნამცხვრის დესერტს, რომელიც გულგრილს ვერ დატოვებს ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე გურმანსაც კი.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი 200 გ
  • კარაქი 100 გ
  • ვაშლი 2-3 ცალი
  • ხაჭო 200 გ
  • ქიშმიში 50-100 გ
  • შაქარი 2 ს/კ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
  • კვეცხის გული 1 ცალი
  • მწიკვი მარილი
  • ლიმონის წვენი 1 ს/კ

მომზადება:
  1. ხაჭოს ცომისთვის შეურიეთ ყველა ინგრედიენტი: ფქვილი გამაფხვიერებლით და მარილით, კარაქი და ხაჭო - მოზილეთ ხელით კარგად ცომი.
  2. შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათით.
  3. გულსართისთვის: გაფქცვენით ვაშლი, ამოაჭერით გულები და დაჭერით კუბიკებად, მოასხით ლიმონის წვენი.
  4. დაუმატეთ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში და შაქარი. სურვილისამებრ დარიჩინიც.
  5. გაყავით ცომი 2 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული თხლად და გაანაწილეთ მასზე გულსართი. გადაახვიეთ რულეტად.
  6. წაუსვით რულეტს კვერცხის გული და აცხვეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.
  7. გამომაცხვარ რულეტებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!