უგემრიელესი და ხრაშუნა ჩეხური ფუნთუშა "ტრდლო"
ტრდელების გარეშე პრაღის მონახულება თითქმის წარმოუდგენელია. თუ მოგენატრათ პრაღის გემო, fpaparazzi, გირჩევთ, ამ რეცეპტით მოამზადოთ ცნობილი ფუნთუშები.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ფქვილი 650 გ
- დარიჩინი 50 გ
- თხილი ან ნიგოზი 100 გ
- კარაქი 100 გ
- რძე 1 ჭიქა
- საფუარი 30 გ
- შაქარი 6 ს/კ
მომზადების წესი:
- თავდაპირველად მოამზადეთ საფუვრის საფუძველი ცომისთვის. ამისათვის მეოთხედ ჭიქა თბილ წყალში ჩაყარეთ საფუარი, ერთი ჩაის კოვზი ფქვილი და ერთი ჩაის კოვზი შაქარი და დადგით თბილ ადგილას დაახლოებით 20-25 წუთი.
- კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან.
- პატარა ჯამში გაადნეთ კარაქი, შემდეგ გადაიტანეთ ღრმა ჯამში და შეურიეთ რძესა და 2 კვერცხის გულს.
- მიღებული მასა შეურიეთ დარჩენილ ფქვილსა და საფუვრის (უკვე გაფუებულ) მასას, დაუმატეთ არასავსე ჭიქა შაქარი (დაიტოვეთ დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი მოსაყრელად) და მარილი.
- ხელით მოზილეთ ნაზი, ელასტიკური ცომი. გადააფარეთ სველი, კარგად გაწურული ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას, სანამ ცომი არ გაორმაგდება.
- მზა ცომი გაანაწილეთ რამდენიმე თანაბარ ნაწილად და თითოეული გააბრტყელეთ. შემდეგ თითოეული ფირფიტა დაჭერით დაახლოებით 5 სმ სიგანის ზოლებად.
- დაახვიეთ ზოლი ფორმებზე (ფორმებად შეგიძლიათ გამოიყენოთ მყარი მუყაოს მილები, რომელსაც ტყვიის ქაღალდი ექნება შემოხვეული ან პატარა ზომის ცომის გასაბრტყელებელი.) კიდე ფაქიზად შეაწებეთ, რომ არ გაიხსნას რულეტი.
- კულინარიული ფუნჯით თითოეულ რულეტს წაუსვით კვერცხის წილა. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.
- გააკეთეთ დანაყილი თხილის ან ნიგოზის, ერთი სუფრის კოვზი შაქრისა და დარიჩინის ნაზავი, დაყარეთ გაშლილ თეფშზე და გადაატარეთ თითოეული ცომის რულეტი ზედ.
- დაალაგეთ ცომის რულეტები ღუმელის ლითონის ფირფიტაზე და შედგით ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. დროდადრო გადააბრუნეთ რულეტები, რომ ყველა მხრიდან დაიბრაწოს.
- მზა ფუნთუშები გამოიღეთ ღუმელიდან, ფრთხილად მოხსენით ფორმიდან, დაალაგეთ გაშლილ ლანგარზე, მოაყარეთ შაქრის პუდრა.
- მიირთვით ცხელ-ცხელი.