მაფინები შოკოლადით
fpaparazzi წარმოგიდგენთ ფაფუკ, არომატულ და ძალიან გემრიელ დესერტს შოკოლადით.. მარტივია, ამიტომაც აუცილებლად სინჯეთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 300 გ შავი შოკოლადი
- 125 გ კარაქი
- 260 გ ფქვილი
- 1/4 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 1/4 ჭიქა კაკაო.
- 1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
- 185 მლ რძე
- 2 კვერცხი
- 3 ცალი “მარსის” დაჭრილი ბატონი
მომზადების წესი:
- გაადნეთ ნახევარი შოკოლადის ფილა და კარაქი წყლის აბაზანაზე, გააგრილეთ.
- დაუმატეთ საცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო.
- ათქვიფეთ კვერცხი და რძე, დაუმატეთ გამდნარი შოკოლადის მასა ფქვილით.
- გაავსეთ კექსის ფორმები ცომით და აცხვეთ მაფინები 20 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
- მოსართავად გამოიყენეთ “მარსის” დაჭრილი შოკოლადი და გამდნარი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!