შოკოლადის ფონდანი – ფრანგი შეფ-მზარეულის რეცეპტით

შოკოლადის ფონდანი – ფრანგი შეფ-მზარეულის რეცეპტით
fpaparazzi გთავაზობთ ყველასათვის საყვარელი დესერტის მარტივ რეცეპტს, არც მეტი, არც ნაკლები ფრანგი მზარეულისგან.
საჭირო მასალა:
  • 90 გრამი მწარე შოკოლადი
  • 2 კვერცხი
  • 65 გ კარაქი
  • 75 გ შაქარი
  • 40 გ ფქვილი

მომზადების წესი:
  1. წყლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი, დაუმატეთ დაჭრილი კარაქი და დააცადეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  2. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი გათეთრებამდე, დაუმატეთ შოკოლადის მასა, შემდეგ ფქვილი და კარგად აურიეთ.
  3. წაუსვით კექსის ფორმებს კარაქი და ამოავსეთ 3/4-ით ცომით.
  4. 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ ფორმები და აცხვეთ 15 წუთი.
  5. ფონდანის კიდეები უნდა გამოცხვეს, ხოლო გული – დარჩეს თხევადი.

გემრიელად მიირთვით!