ჟოლოს უგემრიელესი ღვეზელის ცნობილი რეცეპტი
fpaparazzi გირჩევთ გამოიყენოთ ჟოლოს სეზონი და გაუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს არომატული, ფხვიერი, ხილის უგემრიელესი ღვეზელით.
საჭირო მასალა:
ფხვიერი მასისთვის:
არაჟნის მოსასხმელისთვის:
ხილის გულსართისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
ფხვიერი მასისთვის:
- არაჟანი 1/2 ჭიქა
- კარაქი 150 გ
- გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ჩაის კოვზი
- შაქარი 1/2 შაქარი
- ფქვილი 2 სუფრის კოვზი
არაჟნის მოსასხმელისთვის:
- ფქვილი 2 სუფრის კოვზი
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- კვერცხი 1 ცალი
- არაჟანი 1 ჭიქა
ხილის გულსართისთვის:
- ჟოლო (გაყინული) – 350 გ
მომზადების წესი:
- პირველ რიგში გამოიღეთ საყინულედან ჟოლო თუ გაყინული გაქვთ.
- ახლა ჯამში ჩაყარეთ შაქარი და არაჟანი, კარგად აურიეთ.
- დაუმატეთ გამდნარი და გაგრილებული კარაქი. კვლავ კარგად აურიეთ.
- შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
- ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და ელასტიკური.
- გაანაწილეთ ცომი გამოსაცხობი ფორმის ფსკერზე, ამოიყვანეთ გვერდებზეც.
- ახლა მოამზადეთ არაჟნის მოსასხმელი. ამისათვის კვერცხს შეურიეთ შაქარი, ფქვილი და არაჟანი.
- კარგად ათქვიფეთ, შაქრისა და ფქვილის სრულიად გახსნამდე.
- ამის შემდეგ ღვეზელის ცომზე მოათავსეთ ჟოლო, ხოლო ზემოდან მოასხით არაჟნის კრემი.
- მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათით.
- მხოლოდ მას მერე, რაც ღვეზელი კარგად გაცივდება, გადმოიღეთ თეფშზე.
- ღვეზელი შეგიძლიათ გააკეთოთ სხვა კენკრით, ასევე ვაშლით, ან სხვა ხილითაც.
გემრიელად მიირთვით!