უგემრიელესი იტალიური ბრუსკეტი – საუზმე სულ რაღაც 5 წუთში
fpaparazzi გთავაზობთ მარტივ, მსუბუქ და ძალიან გემრიელ – კლასიკურ იტალიურ საუზმეს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- პური 4 ნაჭერი
- ყველი 100-150 გ
- ნიორი 1-2 კბილი
- პომიდორი 1-2 ცალი
- კარაქი 1-2 სუფრის კოვზი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- ქორფა მწვანილი (კამა, ოხრახუში, რეჰანი) – გემოვნებით
მომზადების წესი:
- დარბილებულ კარაქს შეაზილეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. მსხვილ ნაჭრებად დაჭრილ პურს წაუსვით ნივრიანი კარაქი.
- დააწყეთ ზემოდან ყველის ნაჭრები. შედგით ღუმელში იქამდე, სანამ ყველი არ გადნება, ხოლო პური არ დაიფარება ოქროსფერი ქერქით.
- გამოიღეთ ღუმელიდან პური, ყველის ზემოდან დააწყვეთ მრგვლად დაჭრილი პამიდვრის ნაჭრები.
- მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი მწვანილი.
- კვლავ შედგით ღუმელში მხოლოდ ერთი წუთით.
გემრიელად მიირთვით!