გამომცხვარი პური ყველით- უგემრიელესი საუზმე
გამომცხვარი პური არაჩვეულებრივი საუზმეა. სწრაფად მზადდება და თან გემრიელია. სხვათა შორის, იგი შეგიძლიათ მეორე დღესაც მიირთვათ, რადგან კიდევ უფრო გემრიელია.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- კარაქი- 100გ
- ნიორი- 20 კბილი
- მაგარი ყველი- 150გ
- მარილი- გემოვნებით
- ზეითუნის ზეთი- 2 ს.კ
- ბატონი- 1 ცალი
- ოხრახუში- 1 კონა
- ნიორი გაფცქვენით. თავი და ბოლო ოდნავ მოაჭერით დანით.
- შემდეგ ნივრები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზეც ფოლგა ან პერგამენტი იქნება დაფენილი. მოასხით ზეითუნის ზეთი. დატოვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში მანამ, სანამ ნივრები არ დარბილდება.
- აცადეთ ნივრებს გაციება და დიდ ნაჭრებად დაჭერით.
- კარაქი დაარბილეთ, ხოლო ყველი გახეხეთ. ოხრახუში დაჭერით წვრილად. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და ბოლოს დაამატეთ ნიორი. დაუმატეთ ასევე მარილი და პილპილი გემოვნებით.
- დაჭრილი ბატონი დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. გაახურეთ ღუმელი 240 გრადუსზე და ჩართეთ „გრილის“ რეჟიმი.
- შემდეგ წაუსვით ნივრიანი მასა და გააჩერეთ 5 წუთით ღუმელში.