მაკარონი იოგურტის არომატული სოუსით და შებოლილი ქათმით
fpaparazzi გთავაზობთ მაკარონის მომზადების კიდევ ერთ წესს. მთელი საიდუმლო ერთ ინგრედიენტშია, რომელიც ამ ერთი შეხედვით მარტივ კერძს განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებს!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ნახევარი შეკვრა ნებისმიერი სახეობის მაკარონი;
- 2 კბილი ნიორი;
- 50 გ კარაქი;
- 250 მლ იოგურტი;
- მარილი;
- წითელი წიწაკა გემოვნებით;
- შებოლილი ქათმის რამდენიმე ნაჭერი;
მომზადების წესი:
- მოხარშეთ მაკარონი ჩვეული წესით. დაჭყლიტეთ ნიორი და შეურიეთ ის იოგურტს.
- წითელი წიწაკა მოწვით ტაფაზე, რათა მეტი არომატი მიიღოთ, გაადნეთ მასზე კარაქი და დაუმატეთ მაკარონს, მოასხით ნივრიანი იოგურტი.
- სუფრასთან მიიტანეთ ცხელი, ზემოდან დაადეთ შებოლილი ქათმის ნაჭრები.
გემრიელად მიირთვით!