საოცრად ნაზი ბრაუნი ხაჭოთი და ალუბლით
fpaparazzi წარმიგიდგენთ ძალიან გემრიელ, შოკოლადის, ალუბლისა და ხაჭოს არომატით გაჯერებული დესერტს. მთავარი ისაა, რომ მსგავსი საოცრების მომზადებას ძალიან ცოტა დრო და ძალისხმევა სჭირდება.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 100 გ მწარე შოკოლადი
- 120 გ კარაქი
- 150 გ შაქარი
- 4 კვერცხი
- 150 გ ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 300 გ ხაჭო
- 1 შეკვრა ვანილის შაქარი
- 400 გ გაყინული ალუბალი
- მწიკვი მარილი
მომზადება:
- დატეხეთ შოკოლადი. გაადნეთ კარაქთან ერთად წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.
- 2 კვერცხია და 50 გ შაქრით გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაუმატეთ მწიკვი მარილი და ვანილის შაქარი.
- ხაჭოს კრემისთვის: ათქვიფეთ ხაჭო, შაქარი და 2 კვერცხი კრემისებური მასის მიღებამდე. თუ ხაჭო მარცვლოვანია, წინასწარ გაატარეთ საცერში.
- შაქართან ერთად ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და კარაქი.
- შემდეგ გამაფხვიერებელი და ფქვილი. შეურიეთ ყველაფერი მიქსერის დაბალი სიჩქარით.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ცომის 1/3.
- კარგად გაანაწილეთ. ზემოდან დაადეთ ხაჭოს კრემის ნახევარი.
- უ ის ძალიან სქელია – ხის ნიჩბით მოასწორეთ.
- ხაჭოს კრემის ზემოდან მოაწყვეთ გაყინული ალუბალი (ნაწილი). შემდეგ კვლავ ცომი მოასხით, მერე კრემი, ალუბალი და ისევ ცომი.
- ბოლო ფენა თანაბრად მოასწორეთ და დასერთ დანით.
- აცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი.
- აცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი.
- ფორმიდან არ ამოიღოთ ნამცხვარი, სანამ არ გაგრილდება.
გემრიელად მიირთვით!