მარტივი და დაბალკალორიული ოლივიე!
თუ ოლივიე გიყვართ, მაგრამ თვლით, რომ კარტოფილი და მაიონეზი ზედმეტად კალორიულია თქვენი რაციონისთვის, მაშინ ჩაინიშნეთ fpaparazzi ეს რეცეპტი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე 250 გ
- კვერცხი 3 ცალი
- კიტრი 150 გ
- კიტრის მწნილი 100 გ
- მდოგვი 1 ჩ/კ
- იოგურტი 2 ს/კ
მომზადების წესი:
- მოხარშეთ კვერცხი, მოათავსეთ ცივ წყალში, რათა გაცივდეს. შემდეგ გაფცქვენით და დაჭერით.
- მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით კუბიკებად.
- ასევე კუბიკებად დაჭერით კიტრის მწნილი და ქორფა კიტრიც.
- აურიეთ ყველა ინგრედიენტი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- მოასხით იოგურტში არეული მდოგვის სოუსი და კარგად აურიეთ.