პილმენების მობრაწულა - ნოყიერი სადილი, როცა მაცივარში ბევრი არაფერი გაქვს!
პილმენის მობრაწულა მშვენიერი სადილია, რომელზე უარსაც ვერცერთი ოჯახის წევრი ვერ იტყვის და რომელსაც ფპაპარაცი ახლა გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- პელმენი 800 გ
- 2-3 თავი ხახვი
- 100 გ მაგარი სახეობის ყველი
- 4 კვერცხი
- 250 გ მაიონეზი
- 2 ჩაის კოვზი მარილი
- პილპილი
- მწვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- წინასწარ გაფცქვენი და გარეცხე ხახვი. დაჭერი კუბიკებად.
- გაახურე ტაფა, დაასხი ზეთი და მოხრაკე ხახვი 3 წუთის განმავლობაში. აუცილებლად ურიე.
- ზეთმოსხმული გამოსაცხობი ფორმა შედგი გახურებულ ღუმელში ერთი წუთით.
- გაცხელებულ ფორმაზე დააწყვე ერთ ფენად პილმენები, მაშინვე მოაყარე მარილი და პილპილი. ზემოდან დაადე მოხრაკული ხახვი.
- ათქვიფე ჯამში კვერცხი, მოაყარე მარილი, პილპილი და დაუმატე მაიონეზი. ყველაფერი ერთად კარგად ათქვიფე. მიღებული მასა მოასხი პელმენებს.
- გახეხე ყველი მსხვილ სახეხზე. ეს – ბოლო ფენა იქნება. მოაყარე პილმენს და შედგი ღუმელის შუა თაროზე.
- აცხვე 220 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
- ამასობაში დაჭერი მწვანილი და როცა მობრაწულა მზად იქნება, ზემოდან მოაყარე.