ფრანგული სამზარეულოს სიამაყე – ყველის სუფი თეთრი ღვინით
ყველის სუფების უამრავი რეცეპტი არსებობს, მაგრამ სწორედ ამ მეთოდმა დაიპყრო მსოფლიო. თანაც მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. ამიტომაც გადაწყვიტა fpaparazzi ეს რეცეპტი გაგიზიაროთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქათმის ბულიონი – 500 მლ
- ყველი – 75 გ
- თეთრი მშრალი ღვინო – 75 მლ
- ფქვილი – 1 ს/კ
- კვერცხის გული – 2 ცალი
- კარაქი – 30 გ
- არაჟანი – 2 ს/კ
- ნივრიანი კარაქი – 1 ს/კ
- მუსკატის კაკალი (ფხვნილი) – დანის წვერით
- ოხრახუში – მოსართავად
- ბაგეტი – 1 ცალი
- მარილი და პილპილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
- დაჭერით ბაგეტის პური თხელ ნაჭრებად.
- წაუსვით ნივრიანი კარაქი და შედეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 5-10 წუთით.
- გაადნეთ კარაქი საშუალო ზომის ქვაბში, დაუმატეთ ფქვილი და ოდნავ მოხრაკეთ.
- ჩაასხით ქვაბში ცხელი ბულიონი და მოურიეთ ხელის სათქვეფით, რათა ფქვილი არ დაკორკოშელავდეს.
- დაუმატეთ ღვინო. მიიყვანეთ სუფი ადუღებამდე, შემდეგ დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში.
- გამორთეთ. გახეხეთ ყველი და ჩაუმატეთ სუფში. კარგად აურიეთ, სანამ ყველი მთლიანად არ ჩადნება.
- კვერცხის გულს შეურიეთ არაჟანი, კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ჩაუმატეთ სუფში, თან აქტიურად ურიეთ ხელის სათქვეფით.
- დაუმატეთ მუსკატის კაკალი, მარილი და პილპილი.
- სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ოხრახუშის ღეროებით.
გემრიელად მიირთვით!