ზაფხულის ჰიტი - როგორ შევწვათ უგემრიელესი ღორის ნეკნები გრილზე
ზაფხული საუკეთესო დროა ბუნებაში ბარბექიუს მოსაწყობად. ამიტომ fpaparazzi-ი გასწავლით როგორ შევწვათ ძალიან გემრიელი ღორის ნეკნები.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ღორის ნეკნები- 2 კგ
- ნიორი-3 კბილი
- ხმელი ქონდარი და ორეგანო- 0,5 ს.კ
- დარიჩინი- ¼ ს.კ
- მიხაკი-2ცალი
- ძმარი- 60მლ
- წყალი- 50მლ
მომზადების წესი:
- ნიორი სუნელებთან ერთად დანაყეთ სანაყში, დაუმატეთ ძმარი და წყალი.
- ამ ნარევში დავამარინადოთ ღორის ხორცი და შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით.
- დაბასტურმებული ღორის ხორცი მაცივრიდან გამოიღეთ გამოყენებამდე 1 საათით ადრე.
- გრილი გავახუროთ და როდესაც ცეცხლი საშუალო სიმხურვალეს მიაღწევს, გრილის ბადეს წავუსვათ ზეთი და მასზე მოვათავსოთ მარილმოყრილი ხორცის ნაჭრები.
- შევწვათ ორივე მხრიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!