ნეკნები ბროწეულის წვენით: რბილი ხორცი საოცარი მოტკბო-მომჟავო გემოთი

ნეკნები ბროწეულის წვენით: რბილი ხორცი საოცარი მოტკბო-მომჟავო გემოთი
ღორის ნეკნები ნაზი და წვნიანი რომ გამოვიდეს და არ გამოშრეს შეწვის დროს საჭიროა წინასწარ გავაკეთოთ მარინადი, რამოდენიმე სახის სოუსი არსებობს ძვლიანი ხორცის დასამარინადებლად, ხშირად აკეთებენ თაფლში, სოიოს სოუსში, მინერალურ წყალში,დღეისათვის ჩვენ შემოვინახეთ უფრო არაბანალური მეთოდი. მოგახსენებთ , როგორ დავამარინადოთ ნეკნები ბროწეულის წვენში და როგორ მოვამზადოთ შესქელებული სოუსი სუფრაზე მისართმევად , ტკბილ-მჟავე გემო, ნაზი ხორცი და სასიამოვნო სუნელების ტექსტურა აძლევს ნეკნებს განსაკუთრებულ გემოვნებას . იგი არის განსაკუთრებული კერძი!

ინგრედიენტები

  • ღორის ნეკნები - 700გრ
  • ბროწეულის წვენი - 1ჭიქა
  • მარილი - გემოვნებით
  • შავი წიწაკა - გემოვნებით
  • ზეთი - 4 სადილის კოვზი
  • ბროწეულის მარცვლები - 50გრ
  • ყავისფერი შაქარი - 2 სადილის კოვზი
  • სიმინდის სახამებელი - 1 სადილის კოვზი

მომზადების წესი

  1. ნაწილებად დაჭერით ნეკნები, მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკა, როზმარინი დაასხით 2-3 სადილის კოვზი ბროწულის წვენი, დადგით დასამარინადებლად 30 წუთით.
  2. ხორცი თავისი წვენით ჩადგით ტაფაში და შუშეთ ნელ ცეცხლზე სანამ წვენს არ დაიშრობს
  3. გადმოიღეთ ნეკნები სხვა ტაფაზე და შეწვით ზეთში მაღალ ცეცხლზე გაწითლწბამდე
  4. მორჩენილი მარინადი გაწურეთ, დაუმატეთ სახამებელი რომელიც გახსნილია ბროწეულის წვენში. სოუსს დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ყავისფერი შაქარი. მოცემული მასა მიიყვანეთ ადუღებამდე გადმოიღეთ ცეცხლიდან და ჩაუშვით ბროწეულის მარცვლები.
  5. გადმოიღეთ ნეკნები თეფშზე და მიართვით სტუმრებს სოუსთან ერთად.
    პიკანტური ნეკნები უნდა მიართვათ როგორც გარნირის დამატება საუზმესთან ერთად