როგორ მოვამზადოთ ნამდვილი შოკოლადის ნაყინი?
შეუძლებელია არ გიყვარდეს ნაყინი და თანაც შოკოლადის. fpaparazzi-იმ შეგირჩიათ უგემრიელესი ნაყინის რეცეპტი.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 200 გ შოკოლადი
- კაკაო- ½ ჭიქა
- რძე- 2 ჭიქა
- მარილი გემოვნებით
- შაქარი- ¾ ჭიქა
- კვერცხი- 4 ცალი
მომზადება:
- რძე და კაკაო ათქვიფეთ.
- დაუმატეთ მარილი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- დაუმატეთ დატეხილი შოკოლადი და მანამ ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- 1 ჭიქა რძე გახსენით შაქართან ერთად, გააცხელეთ და მანამ ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ დადნება.
- ათქვიფეთ კვერცხის გულები და წვრილ ნაკადად ჩაასხით შაქრიანი რძე.
- გამუდმებით და უწყვეტად ურიეთ სანამ სქელი კონსისტენციის მასას არ მიიღებთ.
- შემდეგ მოხარშული კრემი შოკოლადის ნარევში დაუმატეთ. გაწურეთ საცერში.
- ჭურჭელი გასაციებლად ჩადგით ყინულებიან ჯამში.
- როდესაც გაგრილდება შედგით მაცივარში და გაყინეთ.
გემრიელად მიირთვით!