სახლში მომზადებული ნაყინი ძველებური გემოთი

სახლში მომზადებული ნაყინი ძველებური გემოთი
FPAPARAZZI-ის რედქციამ კიდევ ერთი გემრიელი დესერტი შეგირჩიათ. ასე მომზადებულ ნაყინს არაჩვეულებრივი გემო აქვს და გირჩევთ მოამზადოთ.
საჭირო მასალა:
  • შაქარი- 2 ჭიქა
  • რძე- 1 ლ
  • კარაქი- 100გ
  • სახამებელი- 1 ჩ/კ
  • 5 კვერცხის გული

მომზადების წესი:
  1. კარაქი ჩააგდეთ რძიან ჯამში და აადუღეთ.
  2. ცალკე ჯამში აურიეთ შაქარი, სახამებელი და კვერცხი გული.
  3. კარგად ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
  4. შემდეგ დაუმატეთ ცოტა რძე. უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა.
  5. ამასობაში ცეცხლზე დადგმული რძე ადუღდებოდა.
  6. მასში წვრილი ნაკადით, ნელ-ნელა ჩაუშვით კვერცხის გულებიანი მასა და გამუდმებით ურიეთ.
  7. როდესაც ადუღდება, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და ცივ წყალში ჩადგით გასაციებლად.
  8. შიგადაშიგ ურიეთ, რათა უფრო ადვილად გაცივდეს.