ბროწეულის წვენში შემწვარი კალმახი
fpaparazzi-ი გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ ასე შემწვარი კალმახი და არ ინანებთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- კალმახი - 2 ცალი
- ბროწეული - 1ცალი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ქინძი ან კამა 2-3 ღერი
- ნიგოზი- 1 ს.კ
- ხახვი - 1 ს.კ
მომზადების წესი:
- კალმახი ჩავჭრათ და ფრთხილად ამოვაცალოთ ხერხემალი. შეწვის წინ თევზს წავუსვათ მარილი და პილპილი.
- 1 ცალი ბროწეული გავარჩიოთ და გამოვწუროთ წვენი. დავამატოთ დაჭრილი ქინძი ან კამა,მარილი, პილპილი.
- შეგვიძლია შევურიოთ 1 ს.კ გატარებული ნიგოზი და წვრილად დაჭრილი ან გატარებული ხახვი.
- ცხელ თევზს მოვასხათ ბროწეულის წვენი და ვაცალოთ 10-15 წუთი დამარინადება. მივირთვათ თბილი.
გემრიელად მიირთვით.