ფაფუკი ღვეზელი ხორცის გულსართით

ფაფუკი ღვეზელი ხორცის გულსართით
fpaparazzi-იმ უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს გთავაზობთ. შეგიძლიათ გამოაცხოთ ნებისმიერი გულსართით და თან ადვილად მზადდება.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 1-1/2 ჭიქა
  • კეფირი- 1 ჭიქა
  • მაიონეზი- 1 ჭიქა
  • კვერცხი- 3 ცალი
  • გამაფხვიერებელი- 1 ჩ.კ
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
  1. კეფირში აურიეთ გამაფხვიერებელი და ცოტა ხნით აცადეთ აფუება.
  2. მარილი აურიეთ ფქვილში.
  3. მაიონეზი ათქვიფეთ კვერცხთან ერთად და მანამ თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  4. დაუმატეთ ფქვილის ერთი ნაწილი და ნახევარი კეფირი. კარგად მოურიეთ და შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი კეფირი და ფქვილი.
  5. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ცომის ერთი ნაწილი, შემდეგ დაადეთ გულსართი და ზემოდან გადააფინეთ ცომის მეორე ფენა.
  6. აცხვეთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით.