ქათმის ჩახოხბილის მარტივი და გემრიელი რეცეპტი
ეს კერძი ნებისმიერ ჩვენგანს ერთელ მაინც მოუმზადებია. თუმცა ამ რეცეპტით ჩახოხბილი ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის. ამიტომ შეგირჩიათ იგი fpaparazzi-ის რედაქციამ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ქათამი- 1 ცალი
- კარაქი- 50გ
- პომიდორი- 500გ
- დაფნის ფოთოლი-2 ცალი
- ხახვი- 400 გ
- ქინძი, რეჰანი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ქათამი ჩააწყვეთ ქვაბში და დაასხით ცოტა წყალი.
- როდესაც წყალი ჩაშრება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარაქთან ერთად მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე.
- შემდეგ დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, 1ჭიქა წყალი, კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი პომიდორი.
- როდესაც ხორცი მოიხარშება, დაუმატეთ მწვანილი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით.