თუ თქვენი სურვილი გახდომაა, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 11 რჩევა.

თუ თქვენი სურვილი გახდომაა, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 11 რჩევა.
ალბათ ყველას სურს ლამაზი და გამხდარი სხეული. უმეტესობამ განგვიცდია ის, რომ ვერ ვიცვამთ კონკრეტულ ტანისამოსს, შარვალი აღარ გვიხდება და ა.შ. თუ თქვენ დაიღალეთ ჭარბი წონისაგან, ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე უნიკალურ მეთოდს წონის დასაკლებად.


1. დაივიწყეთ სწრაფი ნახშირწყლები

მიეძალეთ ცილებს, მცენარეულ ცხიმს და პოლისაქარიდებს. ბოლომდე ამოიღეთ თქვენი რაციონიდან შაქარი.

2. ძმარი

ნიუ იორკის ერთ-ერთი ცნობილი დიეტოლოგი, ლორენ სლეიტონი გვეუბნება, რომ დავამატოთ ვაშლის ძმარი ჩვენს დიეტაში, რათა გლუკოზის ბალანსი დასტაბილურდეს.

1 სუფრის კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატეთ ცოტა დარიჩინი, რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და მიიღეთ ისე.

3. მიიღეთ უჯერი ცხიმები

ომეგა-3 ყველაზე კარგი ვარიანტია ამისთვის. იგი ასევე მრავლადაა, ორაგულში, კაკალში და კანაფის თესლში.

4. მიმართეთ თერმოგენულ ეფექტებს

თერმოგენლი ეფექტი, ესაა, როდესაც თქვენი სხეული ხურდება და ამის ხარჯზე იწვება ცხიმი. ასეთი ეფექტი აქვს მწვანე ჩაის, იგი კარგია ვარჯიშის წინაც.

5. არასოდეს მიიყვანოთ სხეული დეჰიდრატაციამდე

მიიღეთ ბევრი წყალი, 6-8 ჭიქა დღეში.

6. დღის ყველაზე დიდი კერძი მიირთვით ვარჯიშის შემდეგ

ვარჯიში მოითხოვს დიდ ენერგიას, ამიტომაც ვარჯიშის მერე რამდენი საკვებიც არ უნდა მიირთვათ იგი მოხმარდება ენერგიის აღდგენას და კუნთების ცილით მომარაგებას.

7. არ მიირთვათ საღამოს

საღამოს საათებში მაქსიმალურად შეზღუდეთ ნახშირწყლები, მიიღეთ მხოლოდ ცილები.

8. არ აყვეთ სიტუაციას

კვლევების უმრავლესობა ადასტურებს, რომ დიეტის დარღვევა უმეტესად არა ჭამის სურვილიდან გამომდინარე, არამედ სიტუაციურად ხდება, როცა უყურებ რომ ჭამენ და სვამენ, ხოლო შენ ვერ უერთდები.

9. დაკავდით კარდიო ვარჯიშებით

კარდიო ვარჯიში, ესაა სტილი, რომელიც გულისხმობს სხეულის იმგვარ მდგომარეობას როცა ის დატვირთულია კონტრასტული, სწრაფი და ნელი მოძრაობებით. მაგალითად, ირბინეთ, 1 წუთი სწრაფად, 1 წუთი ნელა. ამგვარი მეთოდით გულის მაღალი პულსაციის ხარჯზე იწვება უამრავი კალორია.

10. იკვებეთ სწორად

დილით მიირთვით კვერცხი, შუადღეს ხორცი, საღამოს რძის პროდუქტები (მაწონი, ხაჭო)

11. მიიღეთ მცენარეული ცხიმი

იგი მრავლადაა თხილში, კაკალში, ავოკადოში, ბანანში და ზეითუნის ზეთში. მცენარეული ცხიმი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას და წონაში კლებას. აგრეთვე იგი ორგანიზმს ავსებს საჭირო ნივთიერებებით.