გამოიჩინეთ სიფრთხილე! არასდროს დაიდოთ სმარტფონი თავთან ახლოს დაძინების წინ.

გამოიჩინეთ სიფრთხილე! არასდროს დაიდოთ სმარტფონი თავთან ახლოს დაძინების წინ.
''Pew Internet Project''-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, სმარტფონის მფლობელი ადამიანების 44%-ს ძალზედ მავნე ჩვევა ახასიათებს, რომლითაც ისინი საკუთარ ჯანმრთელობას ანადგურებენ. ადამიანების უმრავლესობა, როგორც წესი, ამ ინფორმაციის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა მეცნიერებმა მრავალი კვლევით დაადასტურეს ფაქტი, რომ თანამედროვე მოწყობილობებს უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი ძილის დროს, როდესაც ისინი თავთან ახლოს გვიდევს.



დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია დეტალურად გიამბობთ, თუ რატომაა ცუდი იდეა სმარტფონთან ერთად ''დაძინება'' და რა გავლენა აქვს ამ ჩვევას ჩვენს ჯანრმთელობაზე.

1. არსებობს დამწვრობის მიღების რისკი

13 წლის კანზასელმა გოგონამ, რომელსაც შუაღამით გარკვეული მიზეზის გამო გაეღვიძა, აღმოაჩინა, რომ ბალიშის ქვეშ ამოდებული სმარტფონი ხანძრის გაჩენის მიზეზად იქცა.

სმარტფონების მწარმოებლები ყოველთვის გვირჩევენ, რომ არასდროს დავტოვოთ მოწყობილობა ისეთ პირობებში, რომელმაც ელემენტის გაცხელება შეიძლება განაპირობოს. ამ დროს არსებობს არა მხოლოდ სმარტფონის, არამედ მისი მფლობელი დაზიანების რისკი.



2. თანამედროვე მოწყობილობები ძილის რეჟიმის დარღვევას განპირობებს

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიოდური ეკრანები აფერხებს ჩვენს ორგანიზმში ისეთი მნიშვნელოვანი ჰორმონის გამომუშავების პროცესს, როგორიც მელატონინია. მკვლევარების მტკიცებით, ცისფერი სინათლის ტალღების სიგრძე ემთხვევა დღის სინათლის ტალღების სიგრძეს. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ დაძინებამდე 2 საათით ადრე თანამედროვე მოწყობილობებს არ მოშორდებით, თქვენი ორგანიზმი გადაერთვება დღის რეჟიმზე და განეწყობა სამუშაოდ. იმისათვის, რომ აირიდოთ თავიდან უძილობა, გათიშეთ თითოეული თანამედროვე მოწყობილობა დაძინებამდე 2 საათით ადრე და გაატარეთ დრო სასიამოვნოდ ოჯახის წევრებთან საუბრობით.



3. თანამედროვე მოწყობილობები შეიძლება იქცეს სერიოზული დაავადებების გამომწვევ მიზეზად

2011 წელს ჩატარებული სამეცნიერო კვლევების თანახმად დამტკიცდა, რომ მობილური აპარატები შეიძლება იქცეს სერიოზული და მომაკვდინებელი დაავადების გამომწვვ მიზეზად. სწორედ ამიტომ, გაატარეთ მაქსიმალურად ხანმოკლე დრო თქვენს სმარტფონებთან ერთად, თავისუფალ დროს მიანიჭეთ უპირატესობა სუფთა ჰაერზე სეირნობას და არა სოციალურ ქსელში დროის უაზროდ ფლანგვას!



მშობლებო, მაქსიმალურად შეუზღუდეთ თქვენს პატარებს თანამედროვე მოწყობილობებთან წვდომა!