როგორ ავიმაღლოთ ორგანიზმში დოფამინის დონე და სამუდამოდ გავუმკლავდეთ დეპრესიას?

როგორ ავიმაღლოთ ორგანიზმში დოფამინის დონე და სამუდამოდ გავუმკლავდეთ დეპრესიას?
ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს ნეირომედიატორს, დოფამინს, რომელსაც გადამწვეტი მნიშნველობა აკისრია მისი ფუნქციონირებისთვის.

დოფამინის მნიშვნელობა ჩვენი ორგანიზმისთვის:
  • მოძრაობის რეგულირება;
  • კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება (მხედველობა, აზროვნება, სმენა და ა.შ.);
  • პროლაქტინის სეკრეციის რეგულირება;
  • სიამოვნების ცენტრის მართვა ტვინში;

სწორედ ამიტომ, დოფამინი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილდღეობისა და ბედნიერებისთვის. ორგანიზმში ამ მნიშვნელოვანი ჰორმონის დონის კლებას მივყავართ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებამდე: დეპრესია, იმედგაცრუება, ემოციებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები და ა.შ.

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ეფექტური მეთოდი, რომელსაც ორგანიზმში დოფამინის დონის მატება შეუძლია გამოიწვიოს. თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური სამედიცინო პრეპარატების მიღება!

ვარჯიში

ნებისმიერი სახის ვარჯიშები ამაღლებს ორგანიზმში დოფამინის, სეროტონინისა და ენდორფინის დონეს. სწორედ ამიტომ, ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ დეპრესიის დამარცხებაში, ორგანიზმის გაჯანსაღებაში და სტრესის მოხსნაში.

დამოკიდებულობა

ალკოჰოლის, ნარკოტიკების, აზარტული თამაშების, სექსის და შოპინგის სიყვარული, რა თქმა უნდა, უდიდეს სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, თუმცა ყოველივე ეს მხოლოდ დროებითია.

გამონახეთ რაიმე ჰობი, რომელიც არ იწვევს დამოკიდებულებას და განიჭებთ ღრმა, უდიდეს სიამოვნებასა და ბედნიერებას.

დეტოქსიკაცია

დარწმუნდით, რომ თქვენ რეგულარულად წმენდთ საკუთარ ორგანიზმს დაგროვებული ტოქსინებისა და ბაქტერიებისგან, რომლებიც აფერხებს დოფამინის გამუმიშავების პროცესს და ასუსტებს იმუნიტეტს.

თიროზინის დონის მატება

თიროზინი არსებული 22 ამინომჟვიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ქიმიური ნივთიერება ძალზედ მნიშვნელოვანია დოფამინის გამომუშავების პროცესისთვის.

მუსიკა

დოფამინის დონე ორგანიზმში საგრძნობლად იზრდება საყვარელი სიმღერის სმენის დროს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დოფამინის დონის მატება მხოლოდ დროებითია, თუმცა რეგულარულან ხანმოკლე სიამოვნების მიღება დაგეხმარებათ სტრესის გამკლავებაში.

საკუთარი ცხოვრების ორგანიზება

დომაფინის დონე ორგანიზმში საგრძნობლად იზრდება ჩვენი დღის განრიგის შედგენის დროს. შეადგინეთ ერთი დღისთვის შესასრულებელი დავალებების სია და დღის მიწურულისთვის, მათი შესრულების შემდეგ თავს კმაყოფილად იგრძნობთ.

შემოქმედებითობა

შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებას ძალზედ სასარგებლო გავლენა აქვს ორგანიზმში ამ ჰორმონის დონეზე. არ არის აუცილებელი იქცეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად ან მოქანდაკედ, უბრალოდ მოკიდეთ ხელი ისეთ საქმიანობას, რომელიც თქვენთვის სიამოვნებასთანაა დაკავშირებული.

მედიტაცია

მედიტაცია ამაღლებს ორგანიზმში დოფამინის დონეს კარდიოვარჯიშების მსგავსად. დაკავდით მედიტაციით, რათა შეძლოთ ხასიათის გამოკეთება, აიმაღლოთ ფსიქოლოგიური ენერგია და ა.შ. ამ მეთოდის დახმარებით თქვენ ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყებთ სტრესს.