თაფლის ბისკვიტი
თაფლის ბისკვიტი არომატული და ისეთი ფაფუკია, რომ პირში დნება. FPAPARAZZI-ი რეკომენდაციას გიწევთ აუცილებლად მოამზადოთ ბისკვიტი ამ რეცეპტით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- კვერცი 6 ცალი
- შაქარი 160 გ
- თაფლი 2 ს.კ
- ფქვილი 190 გ
მომზადების წესი:
- კვერცხი, შაქარი და თაფლი მანამ თქვიფეთ, სანამ არ გათეთრდება. თუმცა, 10 წუთზე მეტი თქვეფა მიზანშეწონილი არ არის.
- შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და ფრთხილად ურიეთ.
- აცხვეთ 170- 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. აცადეთ ფორმაში გაციება.
- როდესაც შეგრილდება, დანის დახმარებით გადმოიღეთ ბისკვიტი ლანგარზე და გაჭერით 3 თანაბარ ფენად.
- ფენებს შორის შეგიძლიათ წაუსვათ ერთად გათქვეფილი შედედებული რძე და კარაქი.
- ზედა ფენას კრემს ნუ წაუსვამთ. ტორტს ზემოდან შოკოლადის მინანარი მოასხით და დაჭრილი თხილით ან ნიგვზით მორთეთ.
გემრიელად მიირთვით.