ბრინჯი ბოსტნეულით ჩინურად

ბრინჯი ბოსტნეულით ჩინურად
fpaparazzi გთავაზობთ შესანიშნავ აღმოსავლურ კერძს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ჩინურ რესტორნებში. თუმცა სახლის პირობებშიც ის არანაკლებ გემრიელი გამოდის.
ინგრედიენტები:
  • ბრინჯი 1 ჭიქა
  • სტაფილო 200 გ
  • პეკინური კომბოსტო 200 გ
  • ქამა სოკო 200 გ
  • ხახვი 150 გ
  • ბულგარული წიწაკა 100 გ
  • პომიდორი 100 გ
  • ნიახური 2 ღერი
  • ნიორი 3-5 კბილი
  • ჯანჯაფილი 20 გ
  • სოიოს სოუსი 1 ს/კ
  • ზეთი შესაწვავად
  • სასურველი მწვანილი 1 კონა
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:
ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად და ოდნავ მოხრაკეთ ზეთში. დაუმატეთ თხლად დაჭრილი სოკო და გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი.
4-5 წუთის შემდეგ დაუმატეთ ჩხირებად დაჭრილი სტაფილო და ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭრილი კომბოსტო, პომიდორი და ნიახური. ყველაფერი კარგად აურიეთ და ხრაკეთ დაბალ ცეცხლზე თავდახურულ ჭურჭელში, დაახლოებით 20 წუთი.
ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი, დაასხით წყალი იმდენი, რომ ოდნავ დაფაროს ბრინჯი. დაუმატეთ სოიოს სოუსი, აურიეთ და შუშეთ დაახლოებით 15 წუთი, სანამ ბრინჯი ბოლომდე არ მოიხარშება.
გემრიელად მიირთვით.