არაჟნის დესერტი კენკრით - დაუვიწყარი გემო
FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად სცადოთ ამ რეცეპტითა და ცოცხალი კენკრით ამ ტორტის მომზადება. შედეგი გაგაოცებთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
რჩევები:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ჟელატინი- 5 ჩ.კ
- ადუღებული და გაცივებული წყალი- 0,5 ლ
- არაჟანი- 1 ლიტრი
- შაქარი- ნახევარი ჭიქა
- კენკრა- 1-1,2 ლიტრი
მომზადების წესი:
- ჟელატინს დაასხით ადუღებული და შემდეგ გაციებული წყალი და გააჩერეთ 40-60 წუთით.
- როდესაც ჟელატინი აფუვდება, დადგით ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ მანამ, სანამ ბოლომდე არ დადნება.
- თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მასა არ უნდა ადუღდეს.
- გამდნარი ჟელატინი შეურიეთ არაჟანსა და შაქარს და მანამ თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- დაუმატეთ კენკრა ან ხილი (ან ორივე ერთად) და ფრთხილად აურიეთ.
- მიღებული მასა ჩაასხით სილიკონის ფორმებში და შედგით მაცივარში.
- 3- 4 საათის შემდეგ დესერტი მზადაა.
- ჟელე გადმოიღეთ ფორმიდან, დაჭერით და ისე მიიტანეთ სუფრასთან.
რჩევები:
- სილიკონის ფორმის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მომინანქრებული ჯამი ან ჭურჭელი.
- შესაძლებელია ფორმად გამოიყენოთ სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჭიქები.
- გირჩევთ ეს ტორტი მრავალნაირი კენკრითა და ხილით მოამზადოთ.
- რაც უფრო მეტი იქნება ხილი, მით უფრო გემრიელი გამოგივათ დესერტი.
გემრიელად მიირთვით.