ბანანის დიეტური ჩიზქეიქი, შაქრის და ცხიმის გარეშე

ბანანის დიეტური ჩიზქეიქი, შაქრის და ცხიმის გარეშე
fpaparazzi წარმოგიდგენთ საოცრად არომატულ, გემრიელ და მსუბუქ დესერტს, რომელიც სწრაფად და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან მზადდება.
საჭირო მასალა:
  • 2 შეკვრა უცხიმო ხაჭო;
  • 1 კვერცხი;
  • 2 ს/კ ფქვილი;
  • 6 ცალი გადამწიფებული ბანანი

მომზადება:
  1. ხაჭო გაატარეთ საცერში, შეურიეთ კვერცხი და ფქვილი და კარგად აურიეთ.
  2. ბანანი გაქენით პიურეს კონსისტენციის მიღებამდე და დაუმატეთ ხაჭოს მასას.
  3. გადაიტანეთ მიღებული მასა გამოსაცხობ ფორმაში.
  4. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ ზედაპირის მობრაწვამდე.