ზარმაცების "ვარენიკები" საუზმისთვის
თუ თქვენს ბავშვობაში დედას არასოდეს მოუმზადებია ეს კერძი, FPAPARAZZI-ი გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ იგი საუზმისთვის.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ხაჭო- 500გ
- ფქვილი- 1 ჭიქა
- კვერცხი- 2 ცალი
- შაქარი- 50გ
- კარაქი- 50გ
- 0,5 ვანილი
- მარილი გემოვნებით
- არაჟანი
მომზადება:
- ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და ვანილი. კარგად აურიეთ.
- შემდეგ კი ნელ- ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. ცომი მზადაა.
- მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი. ცომს მიეცით წვრილი ძეხვის ფორმა და დაჭერით 1,5 სმ-ის სისქის ვარენიკები.
- ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და სათითაოდ ჩაუშვით ვარენიკები, რათა ერთმანეთს არ მიეკრას.
- როდესაც წყალი ისევ ადუღდება და ვარენიკები წყლის თავზე მოექცევა, შეგიძლიათ ისინი ქვაბიდან ამოიღოთ.
- სუფრაზე მიტანამდე ვარენიკები დააწყვეთ თეფშზე, გევრდით დაუდეთ პატარა ნაჭერი კარაქი.
- ძალიან გემრიელია არაჟანთან ერთად.
გემრიელად მიირთვით.